LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თითოეული მოქალაქე ერთნაირადაა დაცული – პრეზიდენტი მარნეულში ჩავიდა

109
BeFunky-collage (3)

საქართველოს პრეზიდენტი მარნეულის მუნიციპალიტეტის შესასვლელთან მდებარე გამშვებ პუნქტთან არსებულ მდგომარეობას გაეცნო.

სალომე ზურაბიშვილმა მადლობა გადაუხადა ჯანდაცვის უწყების, შსს-სა და თავდაცვის ძალების წარმომადგენლებს, რომლებიც თავდაუზოგავად, დღე და ღამე ერთობლივად და ორგანიზებულად მუშაობენ და უდიდესი წვლილი შეაქვთ კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში.

„ქვეყნის ყველა რეგიონში ყველა მოქალაქე ერთნაირადაა დაცული. აქ ძალიან ბევრი სინჯი ჩატარდა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ყველა ზომაა გამოყენებული, რათა ადამიანები მაქსიმალურად იყვნენ დაცულები.

სამეგრელოში კონტროლი მკაცრდება: რეგიონის შესასვლელებში ბლოკ-პოსტები მოეწყობა

განცხადება მთავრობის ადმინისტრაციაში პრემიერის პრესსპიკერმა გააკეთა.

ჩვენ ახლა ახალ ფაზაში შევდივართ, რომელიც შესაძლოა, ბევრად უფრო მძიმე აღმოჩნდეს, ამიტომ ყველა მზად უნდა იყოს ამისათვის. ყველას ერთმანეთის მიმართ ბევრად უფრო მეტი სიფრთხილე დაგვჭირდება. ჩვენ პასუხისმგებელნი ვართ, რადგან შესაძლოა, სახელმწიფომ ყველაფერი გააკეთოს, მაგრამ საკმარისია ერთმა ადამიანმა დაარღვიოს სიფრთხილის ნორმები და ამას ძალიან მძიმე შედეგი ჰქონდეს.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული ორი ბავშვი გამოჯანმრთელდა

მე დღეს აქ მოსვლით, უპირველესად, მინდოდა მადლობის გადახდა იმ ადამიანებისათვის, ვინც ჩვენთვის იბრძვიან და ასევე, გამეფრთხილებინა ყველა, ჩვენ ახლა ბრძოლის ახალ ეტაპს ვიწყებთ, როცა ყველანი შემართებით და სიფრთხილით უნდა ვიყოთ და ვიცოდეთ, რომ ჩვენ ყველა ვართ პასუხისმგებელი ერთმანეთის ჯანმრთელობაზე“,  – აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა.

 

 

https://www.facebook.com/zourabichvilisalome/videos/699059114186866/

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები