LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ტინა ვენსანისთვის“ – 23 წლის მოდელმა 54 წლის მეუღლეს კოლექცია მიუძღვნა

590
tinavincel

ცნობილმა ფრანგულმა ბრენდმა The Kooples ახალი კოლექციის ამბასადორებად დღეს ყველაზე პოპულარული წყვილი, ვენსან კასელი და ტინა კუნაკი შეარჩია. ცნობილია, რომ ახალ კაფსულა კოლექციაზე ტინამ  ბრენდის კრეატიულ ხელმძღვანელთან, ტომ ვან დორპთან იმუშავა, ამიტომაც ამ კოლექციას ასე უწოდეს „ტინა ვენსანისთვის“. კუნაკის ინიციატივით, კოლექცია ძალიან თავისუფალი გამოვიდა. 23 წლის მოდელმა არჩევანი უნისექსის სტილზე გააკეთა და უპირატესობა კომბინეზონებს მიანიჭა, მისი ინსპირაცია კი ცხადია, თავად კასელი იყო.

ახალ ფოტოებზე, რომელსაც დღეს გამოცემა „ჰარპერ ბაზარი“ ავრცელებს, 54 წლის კასელი და 23 წლის კუნაკი შეუდარებლები არიან. მეუღლეები ძირითადად შავი და თეთრი ფერის სამოში არიან გამოწყობილნი. კოლექციას ბრენდი მალე სრულად წარადგენს, იქამდე კი The Kooples-ის თაყვანისმცემლებს მხოლოდ ამ ფოტოების ხილვა შეუძლიათ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები