LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თინა კანდელაკი ამბობს, რომ საქართველოში ახლა ყოფნა საშიშია

1923
tina-kandelaki-news-19

თინა კანდელაკი „ეხო მასკვისთან“ თავის ბლოგში ისევ საქართველოს შესახებ საუბრობს და ლაპარაკობს იმის შესახებ, რომ რუსეთსა და საქართველოს შორის დიალოგი უნდა აღდგეს.

„მკითხეს, გამოვიდოდი თუ არა ქუჩაში მიტინგზე? ჩემი პასუხია – არა. თუკი ამას გადავწყვეტდი, მხოლოდ სცენაზე ავიდოდი ხალხისთვის იმის სათქმელად, რომ მათით მანიპულირებენ პოლიტიკური მიზნებით.

რა უნდა მოვიმოქმედოთ აფხაზეთთან და ოსეთთან დაკავშირებით?

ნებისმიერი ქართველისთვის, რომელიც იმ დროს დაიბადა, როცა აფხაზეთი და ოსეთი საქართველოს ნაწილი იყო, ეს საერთო მიწაა. მაგრამ თუკი ამ პოზიციაზე დავრჩებით, ვერასდროს ვერაფერს მივაღწევთ. დიალოგის აღდგენა აუცილებელია, რათა ჩვენს ერებს შორის კავშირები აღდგეს.

ახლა საქართველოში საშიშია?

იქ, სადაც პროვოკატორები არიან, ყველა ქვეყანაში ყოველთვის საშიშია, მაგრამ ეს არ აქრობს რუსი ტურისტების მიმართ ქართველთა უმრავლესობის კეთილგანწყობას“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები