LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“თინა ბოკუჩავა შენ რომ საზღვარგარეთ განათლებას იღებდი, იმისთვის, რომ ახლა ასე გეწიკვინა, მე გლდანის ციხეში ვუყურებდი უდანაშაულო მამაჩემს”

17392
ery4yu

მოკლული ბიზნესმენის ბესიკ ხარძიანის შვილი სოციალურ ქსელში ნაციონალური მოძრაობის ლიდერებს მიმართავს. ქეთა ხარძიანი წერს, რომ ენმ-ს არ აქვს მორალური უფლება მტკიცებულებათა მაღალ სტანდარტზე ილაპარაკოს

„18 წლის ვიყავი, როდესაც სასამართლოში ვიჯექი და ვუყურებდი, როგორ იდგნენ და იტყუებოდნენ შსს-ს თანამშრომლები თითქოს მამაჩემის მანქანიდან ნარკოტიკი ამოიღეს, სხვა მტკიცებულება მოწმეთა ჩვენების გარდა არ ჰქონდა პროკურატურას წარმოდგენილი, მაგრამ მაინც გაუშვეს უდანაშაულო ადამიანი გლდანის სასაკლაოზე!!!!! იქ აწამებდნენ თქვენი ჯალათები და ახლა სხედხართ ქვეყნის უმაღლეს წარმომადგენლობით ორგანოში და გვმოძღვრავთ!!!!!

Tina Bokuchava – თინა ბოკუჩავა შენ რომ საზღვარგარეთ განათლებას იღებდი, იმისთვის რომ ახლა ასე გეწიკვინა, მე გლდანის ციხეში დავდიოდი და შუშის იქით ვუყურებდი უდანაშაულო მამაჩემს წელიწადი და 10 თვე!!!!! ხოდა ჩაიგდე ხმა!!!!! შენც და ყველამ ვინც მაგ ნაგავ ორგანიზაციაში ხართ!!!!!!

საქართველოს მთავრობა | Government of Georgia თქვენ კიდევ აზრზე მოდით!!!!! დამნაშავეებთან კოჰაბიტაციამ მათზე უარეს დამნაშავეებად არ გაქციოთ!!!!“

https://www.facebook.com/keta.khardziani/posts/2812896292086132?__xts__[0]=68.ARB1Yu85Zl300BT4_WvNV-ndHQoVLhdCfuSpd9hOOOLO50QvSauXaERVZotplDbuakQErv5MCmwcimlji7kxbiYGiWEajz8cAjW8yLPEjjBL0xcAP-9PPy4eJCXFs3IXrkIYQ2QQKCnVJrhWBlyMmaq__ySE0GTSEJcMB304SYDQScyHzoMtGs_M2tG8GLCKQJGRFXJoM-N7&__tn__=-R

შეგახსნებეთ,ბიზნესმენ ბესიკ ხარძიანს, 2015 წლის 28 მარტს, საკუთარი სახლის სადარბაზოსთან დაესხნენ თავს და ცეცხლსასროლი იარაღით თავის, გულმკერდისა და მუცლის არეში რამდენიმე ჭრილობა მიაყენეს. დაჭრილი რესპუბლიკურ საავადმყოფოში გარდაიცვალა. პროკურატურამ ხარძიანის მკვლელობის საქმე გახსნილად 2016 წლის იანვარში გამოაცხადა და ბრალი ორ პირს წაუყენა. პმსჯავრდებულები ოლეგ დოევი და ფარიდ გურბანოვი მიმალვაში იმყოფებიან და მათ მიმართ გამოცხადებულია ძებნა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები