LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თიკა მახალდიანის პირველი ინტერვიუ დედის გარდაცვალების შემდეგ – ,,არ მაქვს გაცნობიერებული…”

7844
Без-имени-1

მომღერალ თიკა მახალდიანის დედა, თამუნა ანთელავა ახლახან პოლიციელის მიერ ჰაერში აღდგომის აღსანიშნავად გასროლილმა ბრმა ტყვიამ იმსხვერპლა.

თიკა მახალდიანთან პირველი ტელეინტერვიუ ნანუკა ჟორჟოლიანმა ჩაწერა.

თიკა მახალდიანი:

,,მართლა ძალიან მიჭირს… ბედნიერი ადამიანი იყო, უყვარდა სიცოცხლე, ადამიანები… მინდოდა გამეხსენებინა და ვერ გავიხსენე ფაქტი, რომ მას ვინმეზე ცუდი ეთქვა ან ვინმე გაელანძღა.

ჩემი შვილი ორი წლისაა და პირველივე დღიდან მისი გაზრდილია. ის იყო მისთვის ყველაფერი… ყველაზე მეტად ეს მიმძიმს. ბავშვი ძალიან ჩამქრალია. შვილიშვილი სულ ძალიან უნდოდა. არ დასცალდა, რომ ბოლომდე ყოფილიყო ბედნიერი მასთან ერთად. ახლა ვფიქრობ და ვერ ვხვდები, რაზე ვლაპარაკობ. არ მაქვს გაცნობიერებული, იმდენად არარეალური რამეა…”

როგორც თიკა ამბობს, ის დედას მანამდე მესენჯერით ესაუბრა, სანამ ეს ტრაგიკული ფაქტი მოხდა. მას ტელეფონი ეჭირა ხელში, როდესაც ტყვია მოხვდა.

,,ხმა იყო ფანჯრის მსხვრევის, მამაჩემი და ჩემი ძმა გაცვივდნენ. დედაჩემს თავი ჰქონდა გადაგდებული… ეგონათ, გული წაუვიდა. მერე რაც იყო, ყველამ იცის. საავადმყოფოში გადაიყვანეს, მაგრამ უკვე აღარ იყო…”

თიკა ტელეინტერვიუში საუბრობს პოზიციაზე, რომელიც სასამართლო პროცესზე ოჯახს ექნება პოლიციელის მიმართ – ,,ვისურვებდი და მასაც ვურჩევდი, თუ ფიქრობს, რომ მამაკაცია, მოიხადოს მოსახდელი და არ მიედ-მოედოს რაღაცებს, ან არ დაიწყოს ფულით წლების დაკლება… დიდი იმედი მაქვს, რომ ყველაფერს ისე გააკეთებენ, როგორც საჭიროა. ჩვენ კი აღარაფერი, მაგრამ ნამდვილად არ მომინდება, რომ მას ორი წელი მისცენ. თუმცა ღმერთი თავისას გადაუხდის, მაგაში დარწმუნებული ვარ”.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები