მომღერალი თიკა მახალდიანი გათხოვების შემდეგ ინტერნეტსაიტებისა და ყვითელი პრესის პირველი გვერდებიდან არ ჩამოსულა. მიზეზი მისი მეუღლის, ბიზნესმენ თემო პირველაშვილის მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული ფოტო გახდა, რომელიც საძინებელში იყო გადაღებული, თიკა და თემო ხალათებში იყვნენ გამოწყობილები და საწოლზე წამოკოტრიალებულები.

ფოტო დიდი განსჯის საგანი გახდა. წყვილს ეს ამბავი არ მოეწონა და მძაფრი კომენტარებიც გააკეთეს ჟურნალისტების მისამართით, თუმცა უარი არ უთქვამთ, რომ ერთ-ერთ ტელეგადაცემაში ხალათებით დამსხდარიყვნენ ეთერში.

საუბარია „ბინა 18“-ზე, იუმორისტულ შოუზე, რომელიც „ჯი-დი-ეს“-ზე გადის. სოციალურ ქსელში გავრცელდა ფოტო გადაცემის გადაღებიდან. „თუ ხალათია, ხალათი იყოს“, აწერია ფოტოს. როგორც ჩანს, თიკამ და თემომ გადაწყვიტეს, ამ საკითხს ღიმილით და იუმორით შეხედონ, რაც არცთუ ურიგო გადაწყვეტილებაა.

12688313_953190001385677_63434251225781092_n

მსგავსი თემები

რეკლამა: 0:05