LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თიკა ჯამბურია სოფო გელოვანს პასუხობს: „ვთქვათ, წავიდნენ? ვინ მოდის? ისევ ბოკერია-უგულავა?“

765
tika-jamburia-sofo-gelovani

სოფო გელოვანმა სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა პოსტი, სადაც მმართველ ძალას მიმართავს. მისთვის გაუგებარია, რატომ ვერ ელევიან სკამებს ადამიანები:

„აი, ხელისუფლებაში როცა არიან და ხედავენ ასეთ მდგომარეობას ხალხში, მოთხოვნას, რომ მორჩა, უნდა წავიდნენ!!! (ადრეც ასე იყო და ახლაც ასეა), მაინტერესებს მათი ფსიქოლოგია, როგორ ვერ ელევიან სკამებს, ძალაუფლებას, რაში სჭირდებათ ასეთი ცხოვრება? როგორ შეიძლება, ასე ფეხზე გეკიდოს შენი ხალხი და ქვეყანა, ან არ გეშინოდეს, რომ ეს ყველაფერი უკან დაგიბრუნდება. რა არის ამ სკამებში განსაკუთრებული, ამიხსენით!!!“

სოფოს ამ პოსტს თიკა ჯამბურია გამოეხმაურა, რომელმაც აღნიშნა, რომ ერთადერთ მომსვლელ ძალას ხედავს და ეს „ნაციონალური მოძრაობაა“:

„კაი წავიდნენ ვთქვათ, სოფო… ვინ მოდის? ისევ ბოკერია-უგულავა? ხაზარაძე თუ ჯაფარიძე?.. მე ერთადერთ მომსვლელს „ნაციონალურ მოძრაობას“ ვხედავ და ნამდვილად მახსოვს მაგათი სისხლიანი პერიოდი და გამწარებულებს ისევ ჩვენს ხარჯზე კარგად ცხოვრება უნდათ და არეულობის მოწყობას ცეილობენ… და რაც შეეხება გაჭირვებულ ხალხს, ყველამ თავისი საქმე რომ აკეთოს და სხვას არ უყურონ ხელებში, ვინ როდის დაეხმარება, ქვეყანა წინ წავა…“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები