LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თიკა ჯამბურია ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს

1204
თიკა ჯამბურია

მომღერალი თიკა ჯამბურია ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს. ამის შესახებ ინფორმაციას, შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

“საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა თბილისში, რუსთაველის გამზირზე მოძრაობის წესების დარღვევისთვის დააჯარიმა მოქალაქე, რომლის ავტომობილში მყოფმა მისი ოჯახის წევრმა ქალბატონებმა წინააღმდეგობა გაუწიეს საპატრულო პოლიციის თანამშრომლებს სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებაში.

ისინი არ დაემორჩილნენ პოლიციელის კანონიერ მოთხოვნას, სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს მათ, რის გამოც მოხდა მათი დაკავება.

ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173 მუხლით (პოლიციელისადმი დაუმორჩილებლობა) დააკავა 1960 წელს დაბადებული ფ.ჯ. და 1991 წელს დაბადებული თ.ჯ.

რაც შეეხება დაკავებული ქალბატონების თანმხლებ არასრულწლოვანს, მან სურვილი გამოთქვა დარჩენილიყო დედასთან ერთად. ბავშვის ინტერესების გათვალისწინებით პოლიციამ არასრულწლოვანი დატოვა დედასთან.

ადმინისტრაციული წესით დაკავებული ორივე მოქალაქე ხელწერილის საფუძველზე გათავისუფლებული არიან”, – ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები