LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თიბისის ბიზნესტრენინგებზე დასწრება უკვე ონლაინაა შესაძლებელი

78
A5

„თიბისის“ ბიზნესტრენინგები, რომლებიც სხვადასხვა ინდუსტრიაში მოქმედი მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესების წარმომადგენლებისთვის იმართება, „თიბისის“ ტრენინგ-ცენტრიდან ონლაინ სივრცეში ინაცვლებს.

„თიბისის“ ბიზნესმომხმარებლებს უკვე შესაძლებლობა აქვთმათთვის საინტერესო თემატიკის ტრენინგებს სახლიდან გაუსვლელად დაესწრონ და ისეთი სფეროების შესახებ მიიღონ უახლესი ინფორმაცია, როგორებიცაა: ფინანსები, მარკეტინგი, საჯარო გამოსვლები, IFRS და სხვა.

მომხმარებლების ცხოვრების გასამარტივებლად პირველი ონლაინ ტრენინგი „თიბისი ბიზნესისთვის“ ინიციატივით უკვე ჩატარდა. დავით პაპიაშვილმა დაინტრესებულ პირებს ინფორმაცია საგადასახადო სიახლეებზე მიაწოდა.

„თიბისის“ ბიზნესტრენინგებზე დარეგისტრირება შესაძლებელია ვებ-გვერდზე  –  www.tbcbusiness.ge.

ბიზნესტრენინგები „თიბისის“ ინიციატივით უკვე 6 წელია იმართება და მას სხვადასხვა სფეროს პროფესიონალი მენტორები უძღვებიან. ამ დრომდე „თიბისის“ ბიზნესტრენინგი სხვადასხვა ბიზნესის 28 000-მა წარმომადგენელმა გაიარა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები