LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„თიბისი ბანკზე“ კიბერშეტევა უკვე ლიკვიდირებული იყო, ვიდრე ადრესატისგან წერილს მივიღებდით – გიორგი გახარია

122
9C7A3391_0

„თიბისი ბანკზე“ კიბერშეტევა უკვე ლიკვიდირებული იყო, ვიდრე კონკრეტული ადრესატისგან ჩვენ წერილს მივიღებდით, – ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ პარლამენტში ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

გიორგი გახარიამ ოპოზიციონერი დეპუტატების ბრალდებებთან დაკავშირებითაც გააკეთა განცხადება, მისი თქმით, ეს ყველაფერი, პოლიტიკური კონტექსტით არის განპირობებული.

„ეს ყველაფერი განპირობებულია პოლიტიკური კონტექსტით, პოლიტიკური მოტივაციით და გასაგებია. ეს არის ოპოზიციური ნარატივი და მისაღებია. ყველა მსგავს ბრალდებას, ისევე როგორც წერილს, თუ გახსოვთ იყო ასეთი ბრალდება, რომ გახარია აიძულებს „თიბისი ბანკს“ წილების დათმობას? შემდგომ ამას რა რეაქცია მოჰყვა „თიბისი ბანკის“ მფლობელებისგან? – არა, ასეთ შემთხვევას ადგილი არ ჰქონია.

კიბერ თავდასხმასთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო ბევრად უფრო ადრე, რამდენიმე კვირით ადრე, ვიდრე წერილით მოგვმართავდნენ. ამ საქმესთან დაკავშირებით დარწმუნებული ვარ, მექნება დეტალებში შესვლის საშუალება. კიბერთავდასხმის ის ლოკაცია უკვე აღმოჩენილი იყო, ვიდრე ჩვენ წერილს მივიღებდით ამ კონკრეტული ადრესატისგან და საფრთხეც უკვე ლიკვიდირებული იყო,“ – განაცხადა გიორგი გახარიამ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები