LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

The Financial Times: აშშ-საქართველოს შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების დროა

78
05f7ab5548e71b316d49f1b440aa4134

აშშსა და საქართველოს შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების დროა“, – ამ სათაურით სტატიას გავლენიანი საერთაშორისო გამოცემა The Financial Times აქვეყნებს.

სტატიის ავტორი ჯეიმს ბაქუსია, რომელიც მოუწოდებს აშშ-ს გააძლიეროს მხარდაჭერა კრიტიკულ გზაგასაყარზე – შავ ზღვასა და სპარსეთის ყურეს შორის მდებარე ქვეყნებთან.

„აშშ-ის მოულოდნელი და არაშორსმჭვრეტელი გადაწყვეტილების შემდეგ, გაიყვანოს ჯარი სირიიდან და იმ პირობებში, როდესაც ყოველდღიურად იზრდება ეჭვები, მზადაა თუ არა აშშ დადგეს იმ ქვეყნების გვერდით, ვინც მხარს უჭერდა ვაშინგტონს ახლო აღმოსავლეთსა და მიმდებარე რეგიონებში, ჩნდება აუცილებელი საჭიროება, განვამტკიცოთ თანამშრომლობა იმ სახელმწიფოებთან, რომლებიც კრიტიკულ გზაგასაყარზე მდებარეობს – შავ ზღვასა და სპარსეთის ყურეს შორის. ერთ-ერთი ასეთი საქართველოა. რეგიონში აშშის წარმომადგენლობისა და პოზიტიური გავლენის განმტკიცების ერთერთი გზა იქნება აშშსაქართველოს სავაჭრო შეთანხმების გაფორმება“, – წერს The Financial Times.

სტატიის ავტორის შეფასებით, აშშ-მ დადებითად უნდა უპასუხოს საქართველოს წინადადებას, დაიწყოს მოლაპარაკება თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებაზე, რადგან ამას აქვს როგორც სტრატეგიული და კომერციული, ისე მორალური საფუძველი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები