LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თეთრი ვარდი ქეით მიდლტონს – პრინც უილიამის რომანტიკული ჟესტი (დღის ფოტო)

872
page

პრინცი უილიამი და ქეით მიდლტონი ბრედფორდში ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდნენ. სამეფო წყვილმა ქალაქში მთელი დღე გაატარა და სხვადასხვა ღონისძიებებში მიიღო მონაწილეობა. ისინი ჯერ მერიას ესტუმრნენ, შემდეგ კი, ახალგაზრდულ ცენტრში გადაინაცვლეს.

ეს დღე მედიას რამდენიმე მნიშვნელოვანი ფაქტით დაამახსოვრდა. ეს გახლდათ მონარქების პირველი გამოსვლა პრინცი ჰარისა და მეგან მარკლის სკანდალის შემდეგ. მეუღლეები ფანტასტიკურ განწყობაზე ჩანდნენ. ისინი მერიასთან შეკრებილ ფანებსაც შეხვდნენდა მათ კითხვებს უპასუხეს.

ქეითი ბრწყინვადა „ალექსანდრე მაქკუინის“ მწვანე პალტოში, მოგვიანებით კი ის „ზარას“ ულამაზეს კუბოკრულ კაბაში გამოჩნდა.

საღამოს მეუღლეებმა რესტორანში გადაინაცვლეს, სადაც კოქტეილი დააგემოვნეს.


გაზიარება
გაზიარება

კომენტარები