LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ტესლას“ ავტომობილები მომავალში 5–ჯერ უფრო მძლავრი ელემენტით აღიჭურვება – ილონ მასკმა რევოლუციური გეგმები გაამხილა

105
110123256-1517272145119495-4271539547819458698-n

მილიარდელი დარწმუნებულია, რომ სიახლე ელ–ავტომობილების გამძლეობას გაზრდის და ასევე, ისინი ბევრად უფრო ხელმისაწვდომი გახდება.

ახალი ელემენტი ბევრად სწრაფად დაიმუხტება და მისი სიმძლავრე 500%–ით იქნება გაზრდილი.

ამ და სხვა საინტერესო სიახლეების დამსახურებით, „ტესლას“ საშუალება მიეცემა რომ მომავალ რამდენიმე წელიწადში ავტომობილები სულ რაღაც 25 ათას დოლარად გაყიდოს.

მასკი გეგმავს, რომ ელემენტები თავადვე აწარმოოს, რაც საბოლოო პროდუქციის ღირებულებას მთელი 56%–ით შეამცირებს.

„დარწმუნებულები ვართ რომ სულ რაღაც სამ წელიწადში წარვადგენთ პირველ ელექტროქარს, რომელიც 25 ათასი დოლარი ეღირება და თან სრულად ავტონომიური იქნება.“ – განაცხადა მასკმა.

შეგახსენებთ, რომ ამჟამად „ტესლას“ ბაზარზე ოთხი მოდელი ყავს გამოყვანილი – Model S, Model 3, Model X და Model Y. მათ შორის ყველაზე ხელმისაწვდომი Model 3–ია, რომელიც 37 ათასი დოლარი ღირს.

კომპანია სამომავლოდ 20 მილიონი ელექტრომობილის გამოშვებას გეგმავს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები