LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ტესლას“ მიიღებს ელემენტს, რომელიც 16 წელი იმუშავებს და 2 მილიონი კილომეტრის გავლა შეეძლება

438
teslanewsjune

ტექნოლოგიურმა კომპანია Ltd (CATL), რომელიც „ტესლას“ ელექტროქარების მომმარაგებელია, შექმნა უნიკალური ელემენტი, რომლითაც მომავლის ელექტროქარებს აღჭურვავენ.

კომპანია ირწმუნება რომ ახალი ელემენტი 16 წელი მაინც გაძლებს და მანქანას მისი მეშვეობით 2 მილიონი კილომეტრის გავლა შეეძლება.

როგორც საწარმოს წარმომადგენელი ზენგ იუკენი აცხადებს, მათ სიახლეზე შეკვეთების მიღება უკვე დაიწყეს, თუმცა არ აზუსტებს იყიდა თუ არა ელემენტი ჯერ რომელიმე ავტომწარმოებელმა. მან ასევე ისიც დაამატა, რომ სუპერგამძლე ელემენტი ჩვეულებრივზე 10%–ით უფრო ძვირი ღირს.

ელემენტის სიცოცხლისუნარიანობა არის ერთ–ერთი მთავარი ფაქტორი, რომელიც ელექტრონული ავტომობილების მომავალს განსაზღვრავს და ნამდვილად გამძლე ტენქოლოგია ინსდუსტრიისთვის ტრანსფორმაციულ მომენტად იქცევა.

ელემენტი ელექტროქარის ყველაზე ძვირადღირებული ნაწილია და მისი გაუმჯობესება ავტომფლობელებს ბევრ პრობლემას მოუგვარებს.

შედარებისთვის არსებული ელემენტები მაქსიმუმ 8 წელი ძლებენ და 150 ათასი მილის გავლა შეუძლიათ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები