ნიგერიის ავიაციამ ქვეყნის სამხრეთ-აღმოსავლეთით მდებარე ლტოლვილების ბანაკი დაბომბა, შედეგად სულ მცირე 50 ადამიანი გარდაიცვალა, 100-ზე მეტი კი დაიჭრა.

გარდაცვლილებს შორის წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის წევრების არიან. მსხვერპლი, სავარაუდოდ, გაიზრდება.

ინციდენტი კამერუნის საზღვართან მოხდა, სადაც არმია ისლამურ დაჯგუფება „ბოკო ჰარამს“ ებრძვის.

სამხედრო უწყების წარმომადგენლის განცხადებით, მფრინავი დარწმუნებული იყო, რომ ამბოხებულებს ბომბავდა.

ნიგერიის პრეზიდენტმა მოჰამად ბუჰარიმ ტრაგედიასთან დაკავშირებით მწუხარება გამოხატა.

მსგავსი თემები

რეკლამა: 0:05