LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ტექნოლოგიური სტარტაპების კუნძული ჩინეთში – ზაჰა ჰადიდის მორიგი შედევრი

460
zha-unicornisland-2

არქიტექტორ ზაჰა ჰადიდის გუნდმა ჩინეთის ქალაქ ჩენდუში მიმდინარე პროექტის, კუნძულ „მარტორქას“/ Unicorn გენერალური გეგმის ვიზუალიზაცია გამოაქვეყნა.

ჩინეთში ბაზირებულია მსოფლიოს ტექნოლოგიური სტარტაპების მესამედი, რომელთა საერთო ღირებულებაც მილიარდ აშშ დოლარს აღემატება. კუნძული ჩენდუში სწორედ ასეთი სუპერწარმატებული ახალგაზრდა კომპანიებისთვისაა განკუთვნილი და მას „მარტორქების კუნძული“ უწოდეს.

ჩინეთის პროვინცია სიჩუანის დედაქალაქი ჩენდუ მსოფლიოში არსებული ნოუთბუქების ნახევრისათვის აწარმოებს კომპიუტერულ ჩიპებს, გარდა ამისა ეს ქალაქი არის მობილური მოწყობილობებისათვის დეტალების ერთ-ერთი უმთავრესი მწარმოებელი მსოფლიოში.

კომპლექსი “მარტორქას კუნძული“ 67 ჰექტარზეა განლაგებული და მის პროექტირებას სწორედ ზაჰა ჰადიდი ახდენს. როგორც ვარაუდობენ, კუნძული ჩინეთის ციფრული ეკონომიკის გაზრდისა და გაძლიერების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი გახდება.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები