LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თენგიზ ცერცვაძე: კორონავირუსის კრიზისის მართვაში დარტანიანის როლში გახარიაა, არამისობას კი პაატას მივცემდი

177
Capture

ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი, თენგიზ ცერცვაძე მიიჩნევს, რომ კორონავირუსის კრიზისის მართვის დროს, დარტანიანის როლში ქვეყნის პრემიერ-მინისტრი, გიორგი გახარიაა, ხოლო მას, ამირან გამყრელიძესა და პაატა იმნაძეს, სამი მუშკეტერის როლები აქვთ გადანაწილებული.

BBC: როგორ ეხმარება “სამი მუშკეტერი” საქართველოს ვირუსთან ბრძოლაში

ინფექციონსტი ასევე დასძენს, რომ არამისის როლს პაატა იმნაძეს მისცემდა.

,,კითხვა დამისვეს – დარტანიანი რომელი ხართო? მე ვუთხარი, რომ მუშკეტერი სამი იყო და დარტანიანი – მეოთხე და ვფიქრობ, ის გიორგი გახარიაა-თქო. კორონავირუსის კრიზისის მართვაში დარტანიანის როლს თუ ვინმე ასრულებს ეს არის გახარია და ჩვენ სამი (ამირან გამყრელიძე, პაატა იმნაძე, თენგიზ ცერცვაძე) როლებს როგორ გავინაწილებთ არ მინდა რომ ვთქვა, რადგან ყველა აირჩევს ათოსს და ეს ასე არ არის, ისე არამისობას პაატას მივცემდი“, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ. “POST TV”-ს ეთერში.

შეგახსენებთ, ბრტანულმა მაუწყებელმა ქართველი ეპიდემიოლოგების შესახებ სტატია გამოაქვეყნა სათაურით ,,როგორ დაეხმარა “სამი მუშკეტერი” საქართველოს ვირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში”.

პოპულალურები