79 ინფიცირებული და არც ერთი გარდაცვლილი იმის შედეგია, რომ საათივით აწყობილი მუშაობდა მთელი ვერტიკალი, – ეს განცხადება თბილისის ინფექციური საავადმყოფოს გენერალურმა დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ პირველი არხის ეთერში გააკეთა. მან ასევე აღნიშნა, რომ კორონავირუსის წინააღმდეგ ყველა საპასუხო ღონისძიება დროულად, ადეკვატურად და ეფექტურად განხორცილდა:

„79 ინფიცირებული და არც ერთი გარდაცვლილი. ამაზე მეტის, უბრალოდ, არაფრის გაკეთება არ შეიძლებოდა. ეს მდგომარეობა, რაც საქართველოს რუკაზე უჭირავს, იმის შედეგია, რომ საათივით აწყობილი მუშაობდა მთელი ვერტიკალი, რიგითი ექიმიდან და ეპიდემიოლოგიდან დაწყებული, დაავადებათა კონტროლის ცენტრით, ჯანდაცვის სამინისტროთი, კლინიკებით გაგრძელებული და განსაკუთრებით, საქართველოს მთავრობისა და პირადად პრემიერ-მინისტრით დამთავრებული. “, – განაცხადა ცერცვაძემ.

თენგიზ ცერცვაძე ასევე აღნიშნავს, რომ სამწუხაროდ, ალბათ, ცალკეული ლეტალური შემთხვევებიც იქნება, მაგრამ საქართველო მაინც მოახერხებს თავიდან აირიდოს მოვლენების დრამატული განვითარება.

„ვფიქრობ, საქართველო მოახერხებს იმას, რომ თავიდან აიცილოს ეპიდემიის დრამატული განვითარება, თავისი უზარმაზარი უარყოფითი შედეგებით – როგორც ეკონომიკური ზარალით, ისე ადამიანური მსხვერპლით“, – განაცხადა ცერცვაძემ.

თენგიზ ცერცვაძე ვარაუდობს, რომ უახლოეს კვირებში იქნება შემთხვევების მნიშვნელოვანი მატება.

მარინა ეზუგბაია: დღეს 10 პაციენტზე აღებული ტესტის პასუხები უარყოფითია

 

სოფო ნამორაძე
ავტორი

მსგავსი თემები

რეკლამა: 0:05