LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ტელეწამყვანი ნინო ბარათაშვილი ვიდეოს ავრცელებს, რომელშიც ჩანს, რომ ქურდება მისი სახლი გაქურდეს და ნივთები, რომლებიც ვერ წაიღეს გაანადგურეს (ვიდეო)

1769
BeFunky-collage (26)

სოციალურ ქსელში, ტელეწამყვანი  ნინო ბარათაშვილი ვიდეოს ავრცელებს, რომელშიც აღნიშნავს, რომ მისი სახლი გაქურდეს. მისივე თქმით ქურდებმა ელექტრო ტექნიკა, ავეჯი და ანტიკვარული ჭურჭელი მოიპარეს. თუმცა ის ნივთები, რომელიც ვერ წაიღეს გაანადგურეს.

ნინო ბარათაშვილი ამბობს, რომ მიუხედავად იმისა, რომ მისი სახლი პოლიციის შენობის გვერდით მდებარეობს,  ამ ფაქტმა ქურდებს ხელი არ შეუშალა და სახლში მისულს ყველა ნივთი მიმოფანტული, დამსხვრეული და განადგურებული დახვდა. გარდა ამისა, საყურადღებოა ის ფაქტიც, რომ ქურდებმა სახლის კედლებზე და ჭერზე წარწერები დატოვეს.

სოციალურ ქსელში აღნიშნულ ვიდეოს დიდი გამოხმაურება მოჰყვა. მოქალაქეები წერენ რომ ეს არის მიზანმიმართული ქმედება, ვინაიდან სახლში არცერთი ნივთი არ არის დარჩენილი, რომელიც დაზიანებული არ არის.

https://www.facebook.com/nino.baratashvili.142/videos/10215058479319874/

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები