LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ტელეკომპანია „პირველის“ გენერალური დირექტორი ინგა გრიგოლია გახდა

771
inga grigolia

ტევეპირველის მფლობელმა, ვატო წერეთელმა რამდენიმე წუთის წინ სოციალურ ქსელში იგნა გრიგოლიასთან ერთად აგდაღებული ფოტო გამოაქვეყნა და დაწერა, რომ ამიერიდან სწორედ პოპულარული ტელეჟურნალისტი უხელმძღვანელებს არხს და მის ნაცვლად გენერალური დირექტორის თანამდებობას დაიკავებს.

გთავაზობთ ვატო წერეთლის სტატუსს ამ თემაზე:

„დღეიდან ტელეკომპანია „პირველს“ ინგა გრიგოლია უხელმძღვანელებს. გადავდივართ განვითარების ახალ ეტაპზე, რომელსაც სათავეში ახალი დირექტორი ჩაუდგება, დიდი გეგმებით და მთელი გუნდის ერთიანი ძალისხმევით.

ინგა „პირველზე“ იმ დროს მოვიდა, როცა აქ პირველი აგური იდებოდა და ჩვენი ტელევიზიის ყველა თანამშრომელთან ერთად, მთელი ენერგია ჩადო ჩვენი ტელევიზიის განვითარებაში. უკვე დღეიდან ,,რეაქციასთან ” ერთად ის მთელი არხის ახალ ეტაპზე გადასვლის პროცესს ჩაუდგება სათავეში. მჯერა, ეს ახალი ეტაპი კიდევ უფრო წარმატებული გამოგვივა. ინგა გრიგოლია, წარმატებებს გისურვებ !“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები