LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ტელეეკრანზე სისაძაგლის ჩვენება იმდენად ჩვეულებრივ ყოველდღიურობად იქცა, რომ ადამიანები ვეღარ აცნობიერებენ რამდენად საძაგლები არიან თვითონ“ – ჩარლზ ბუკოვსკის ცნობილი გამონათქვამები

19222
FORTUNA. GE (1)

თანამედროვე ამერიკული ლიტერატურის ერთ-ერთმა ყველაზე ექსცენტრიკულმა მწერალმა, რომლის ნაწარმოებები მწვავე სოციალური კრიტიკით, თუმცა საოცარი გულწრფელობით ხასიათდება, აღიარება მხოლოდ გარდაცვალების შემდეგ მოიპოვა. კარიერის დასწყისში მომავალი მწერალი რამდენიმე წელი საფოსტო განყოფილებაშიც მუშაობდა, მიღებული გამოცდილება კი, სადებიუტო რომანის  შესაქმნელად გამოიყენა.

fortuna.ge გთავაზობთ ცნობილ ფრაზებს:

ჩვეულებრივ ცუდი ვარ, მაგრამ თუ კარგი ვარ, ძალიან კარგი ვარ.

კარგად აღზრდილი ადამიანები ყოველთვის ორჭოფობენ, სამაგიეროდ იდიოტებს არ ასვენებთ ამბიციები

კარგად აღზრდილი ადამიანები ყოველთვის ორჭოფობენ, სამაგიეროდ იდიოტებს არ ასვენებთ ამბიციები.

ნუ მოითხოვ ბედნიერებას, მოითხოვე ცოტა ნაკლები ტკივილი.

თუ ნაძირალა ხარ, თვითონ აღიარე, თორემ აუცილებლად სხვა დაგასწრებს, იმ შემთხვევაში კი, თუ პირველი იტყვი, ყველას განიარაღებას შეძლებ.

დეპრესია და თვითმკვლელობა ხშირად არასწორი დიეტის შედეგია.

თუ არ შეგიძლია იყო ადამიანი, პირუტყვი მაინც ნუ იქნები!

სანამ სამყაროს გადარჩენას გადაწყვეტ, ჯერ ერთი ადამიანის გადარჩენა სცადე.

ტელეეკრანზე სისაძაგლის ჩვენება იმდენად ჩვეულებრივ ყოველდღიურობად იქცა, რომ ადამიანები ვეღარ აცნობიერებენ რამდენად საძაგლები არიან თვითონ.

25 წლის ასაკში ყველას შეუძლია დაიჩემოს გენიოსობა, მაგრამ 50 წლისას, გენიოსობისთვის რაიმე უნდა გქონდეს შექმნილი.

რა თქმა უნდა, ნებისმიერის სიყვარული შეიძლება, სანამ კარგად გაიცნობ.

არ მჯერა, რომ სამყაროს გამოსწორება შეიძლება, თუმცა შეგვიძლია ვცადოთ და უარესი არ გავხადოთ.

თუ ადამიანის მოტყუება შეძელი, ეს კიდევ არ ნიშნავს, რომ მას ჭკვიანი ხარ, იქნებ ის უფრო ჭკვიანია და თავი მოგატყუებინა.

ზოგიერთს საერთოდ არ შეუძლია გაგიჟება, მათი ცხოვრება საოცრად მოსაწყენია.

სექსი მხოლოდ მაშინაა დიდებული რამ, როცა სხვა არაფერი გაქვს გასართობი.

ცნობილი გამონათქვამები