LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თელავში საახალწლო განათებისთვის გამოყოფილი 60 000 ლარით გაჭირვებულ ოჯახებს დაეხმარებიან

167
telavinews2012

თელავში ახალ საახალწლო განათებაზე გამოყოფილი 60 000 ლარი შეჭირვებულ მოსახლეობას მოხმარდება. Region. Kvira.ge-ს ინფორმაციით, 2021 წელს თელავში წინა წლის განათებებით შეხვდებიან, მუნიციპალიტეტი კი 1700 გაჭირვებულ ოჯახს სასურსათო კალათებით ეტაპობრივად დაეხმარება.

“განათებების შესაძენად 60 000 ლარი იყო გამოყოფილი, გამოვაცხადეთ ტენდერი და 2-3 დღეში, თელავი მოხვდა იმ დიდი ქალაქების სიაში, სადაც პანდემიიდან გამომდინარე, რეგულაციები გამკაცრდა. ამის შემდეგ გადავწყვიტეთ, ეს თანხა მიგვემართა შეჭირვებული და სოციალურად დაუცველი მოსახლეობისთვის, პირველადი სასურსათო პროდუქტების შესაძენად, ასეთი დაახლოებით 1700 ოჯახია”,- აღნიშნავს მუნიციპალიტეტის წარმომადგენელი, შოთა ნარეკლიშვილი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები