LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თელავში ორ არასრულწლოვან გოგონას ეძებენ

282
lostgirls

თელავში ორ არასრულწლოვანს ეძებენ. ინფორმაციას შს სამინისტრო “ფორტუნასთან” ადასტურებს. უწყების ცნობით, დაწყებულია საგამოძიებო ღონისძიებები და საჭიროების შემთხვევში შესაძლებელია საგამოძიებო არეალი გაფართოვდეს.

“გამოძიება მიმდინარეობს 143 მუხლით,  რაც გულისხმობს თავისუფლების უკანონო აღკვეთას. პოლიცია ინტენსიურ რეჯიმში ატარებს საგამოძიებო ღონისძიებებს. საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელია საგამოძიებო არეალი გაფართოვდეს. შეტყობინება არასრულწლოვანი გოგონების დაკარგვის შესახებ, დღეს შემოვიდა”, – აცხადებენ შსს-ში.

ამ დროისათვის გავრცელებული ინფორმაციით, არასრულწლოვანი გოგონები ბოლოს ბებიამ ნახა.

„ბავშვები, თელავში, ბოლოს ნახა ბებიამ. მას ბავშვებმა უთხრეს, რომ სახლში ჩამოართვეს ტელეფონები და პროტესტის ნიშნად, ისინი აპირებდნენ თბილისში წასვლას. ბებიამ ისინი ჩასვა ყვარლის მიკროავტობუსში და გაგზავნა უკან, მაგრამ გოგონები თელავშივე უკან ჩამოვიდნენ და არ ჩანან“, – განაცხადა დეიდამ, ლალი შილდელაშვილმა.

მისივე განმარტებით, არასრულწლოვან დებს ოჯახში პრობლემები არ ჰქონიათ.

გოგონები 13 და 14 წლისანი არიან.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები