LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თელავი ახალ სტანდარტზე გადადის: ქალაქს 8.5-მეტრიანი 5 ავტობუსი გადაეცა

141
ჰ,ლჰკლ

თელავს დღეს, 5 ერთეული 8.5-მეტრიანი, EURO 5-ის სტანდარტის ავტობუსი გადაეცა. პროექტი მუნიციპალური ტრანსპორტის განვითარების პროგრამის ფარგლებში ხორციელდება.

მუნიციპალური ტრანსპორტის განვითარებისათვის შერჩეულია საქართველოს 6 ქალაქი. 175 ერთეული ავტობუსიდან თელავსა და ფოთს 10-10 ავტობუსი გადაეცემა, გორს – 30, ზუგდიდს – 25, რუსთავს – 40, ხოლო ქუთაისს 60 ერთეული ავტობუსი.

პროგრამა ქალაქებს საშუალებას მისცემს მუნიციპალური ტრანსპორტის სექტორი განავითარონ, ხოლო მოსახლეობა ისარგებლებს თანამდეროვე, კომფორტული და რაც მთავარია, გარემოსთვის უვნებელი ავტობუსებით.

აღსანიშნავია, რომ ახალი ავტობუსები, 50 მგზავრზეა გათვლილი და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის სრულად ადაპტირებულია.

თელავი, რომელსაც აქამდე მუნიციპალური ტრანსპორტი არ ჰყავდა, განვითარების ახალ სტანდარტზე გადავა. მუნიციპალური ტრანსპორტის განვითარება, ასევე, ახალ სამუშაო ადგილებსაც გააჩენს.

მეორე ეტაპზე კი მუნიციპალიტეტს დამატებით 5 ავტობუსი გადაეცემა, მთლიანობაში კი მალე თელავს 40 ავტობუსი ექნება, რომელიც როგორც ქალაქს, ასევე მუნიციპალიტეტს მოემსახურება.

შეგახსენებთ, რომ პროგრამა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება და მოიცავს სხვადასხვა მუნიციპალიტეტისთვის 175 ერთეული, საერთო ჯამში 18.7 მილიონი ევროს ღირებულების, თანამედროვე სტანდარტების ავტობუსის შეძენას.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები