LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თებერვალში თბილისიდან, სტამბოლის გავლით, მსოფლიოს 111 ქალაქისკენ შეძლებთ გამგზავრებას

163
TC-CPA-Pegasus-Boeing-737-82R(WL),-12Aug2014,-landing-at-Schiphol-(AMS---EHAM),-The-Netherlands,-pic1

Pegasus Airlines-ის თებერვლის ფრენების განრიგი ცნობილია. როგორც საქართველოში Pegasus Airlines-ის ოფიციალურ სავაჭრო აგენტ კომპანია GASA-ში განმარტავენ, სტამბოლი-თბილისი-სტამბოლის საჰაერო ხაზზე რეისები კვირაში 2 სიხშირით განხორციელდება.

აღსანიშნავია, რომ ფრენები იქნება ორმხრივი ანუ კომპანია მგზავრებს როგორც სტამბოლი-თბილისის, ასევე თბილისი-სტამბოლის მიმართულებაზე მოემსახურება.

„პეგასუსის ავიახაზებით ყოველ ხუთშაბათს და კვირას, თბილისიდან, სტამბოლის გავლით, მსოფლიოს 111 ქალაქისკენ შეძლებთ ფრენას. ფასები ცვალებადია და განისაზღვრება ავიაკომპანიის მიერ, რეისის დატვირთულობის შესაბამისად.

ავიაბილეთების დასაჯავშნად და სამოგზაურო რეგულაციებზე კონსულტაციისთვის დაგვიკავშირდით: ნომერზე 0322400040, ან მოგვწერეთ ფეისბუქის საშუალებით“, – აცხადებენ GASA-ში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები