LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“თეატრალურის კვარტეტის” ვარსკვლავის გახსნა გადაიდო

211
teatraluriskvarttkl

ანსამბლმა “თეატრალურის კვარტეტი” ახლახან გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, კულტურის პალატის მიერ დაგეგმილი მათი ვარსკვლავის გახსნა და კონცერტი, რომელიც 24 აპრილს უნდა გამართულიყო, გადაიდო.

“? ჩვენო მეგობრებო, როგორც თქვენთვის ცნობილია, 24 აპრილს,
საქართველოს კულტურის პალატის ორგანიზებით, უნდა გამართულიყო თეატრალურის კვარტეტის კონცერტი და ვარსკვლავის გახსნა.

კორონავირუსის გამო მთელ მსოფლიოში და მათ შორის საქართველოში შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, გადავწყვიტეთ, გადავდოთ დაგეგმილი ღონისძიება და შევუერთდეთ კამპანიას #დარჩისახლში.

დავრჩეთ სახლში დღეს, რათა ხვალ უსაფრთხო სამყაროში გავიღვიძოთ!

ჩვენი შეხვედრა კი შესაფერისი განწყობისთვის გადავდოთ, რომელიც გვჯერა ლ, მალე დადგება, როგორც ჩვენს ქვეყანაში, ასევე მთელ მსოფლიოში!
#დაიცავიდისტანცია #ვიზრუნოთერთმანეთზე”.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები