LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ამ სტვენიების ხელში კიდევ კარგად ვართ ” – თეა წულუკიანს ეროვნულ ბიბლიოთეკასთან შეძახილებით დახვდნენ

230
Capture

აქციის მოანაწილეებმა მსვლელობით ეროვნული ბიბლიოთეკისკენ გადაინაცვლეს, სადაც თეა წულუკიანმა შეხვედრა უნდა გამართოს. ბიბლიოთეკასთან ოპოზიციის წევრებს და სამოქალაქო აქტივისტებს პოლიცია დახვდა მობილიზებული.  იუსტიციის მინისტრს აქციის მონაწილეები და ოპოზიციის წევრები შეძახილებით დახვდნენ.

სამართალდამცავები აქციის მონაწილეებს ბიბლიოთეკასთან მიახლოების საშუალებას არ აძლევენ. ადგილზე ვითარება რამდენჯერმე დაიძაბა. თეა წულუკიანი სამართალდამცველებმა ბიბლიოთეკაში ცოცხალი ჯაჭვით შეიყვანეს.

“ამ სტვენიების ხელში კიდევ კარგად ვართ. კარგია, რომ პროპორციული საარჩევნო სისტემა ჩავარდა, თემა დახურულია, მოემზადონ არჩევნებისთვის” – განაცხადა თეა წულუკინმა ჟურნალისტებთან

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები