LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თეა  დარჩია „იავნანას“ მხარდასაჭერად – „რა ადვილად შეგვიძლია, ადამიანებს ხაზი გადავუსვათ…“

1473

„სუხიშვილების“ ცნობილი სოლისტი თეა დარჩია საქველმოქმედო ფონდ „იავნანას“ დასაცავად ვიდეო ავრცელებს. მისი თქმით, ხელოვანებმა აუცილებლად უნდა აიმაღლონ ხმა იმ კამპანიისდმი, რომელიც „იავნანას“ წინააღმდეგ ინტერნეტსივრცეში მიმდინარეობს.

თეა დარჩია ვიდეომიმართვაში აღნიშნავს:

„ახლა თუ ხმას არ ავიმაღლეთ,  პირდაპირი გაგებით ამ  ძალადობის და მკვლელობის წინააღმდეგ, ეს აუცილებლად გაღვივდება… მე მწამს, რომ ადამიანები კეთილგონიერები არიან და  გაარჩევენ სად არის ტყუილი, სად არის სიკეთე, სად არის მართალი და სად არის მტყუანი  და ეს ყველაფერი დალაგდება. მაგრამ, მე  ყოველთვის, ყველა სკანდალის დროს, მენანება ის ადამიანი, რომელიც  გადის ამ განცდას, თუ გაუძლებს გადარჩება, თუ არადა… გული ისეთი რამეა,  თან როცა ხელოვნებას ემსახურები, ძალიან გულჩვილი ხარ ადამიანი, ძალიან და ასმაგად მტკივნეულად აღიქვამ ყველაფერს, ვიდრე ვთქვათ, პოლიტიკაში გამოწრთობილი ადამიანები. მე ერთადერთი, ვუსურვებდი, რომ გაუძლოს ამ გამოცდას ამ ადამიანმა და ყველამ, ვინც ამ საქმის ვერდით იდგა მრავალი წლის განმავლობაში, უბრალოდ, ჩვენ ჩვენი აზრი უნდა დავაფიქსიროთ იმასთან დაკავშირებით, რომ ასე არ შეიძლება!

გულწრფელად რომ გითხრათ, მეც  პირადად შემეხო,  არამარტო მე, რა ჩამოთვლის იმ მეგავარსკვლავებს, რომლებიც წლების განმავლობაში  „იავნანას“ ღონისძიებებში მონაწილეობდნენ და ერთად, ერთ დიდ საქმეს ვაკეთებით. წარსულში ამას არ ვიტყვი, იმიტომ, რომ თუ ვთქვათ გული არ აიცრუა ადამიანმა ასეთი უსამართლო კამპანიის შემდეგ, მე აუცილებლად მის გვერდში ვიქნები და ყველა იმ ადამიანის გვერდში ვიქნები მთელი ჩემი არსებით და მთელი ჩემი შესაძლებლობებით, ვისაც სურვილი ექნება, რომ სიკეთე აკეთოს.

სამწუხაროდ, ყველაზე დიდად სანერვიულო  არის ის, რომ არ წავუხდინოთ ხალხს და ადამიანებს საერთოდ სიკეთის კეთების სურვილი, სურვილს კარგავ  იმიტომ, რომ ხედავ რომ ასე ექცევიან ადამიანს, რომელიც მთელი ცხოვრება უმაღლეს ხელოვნებას ემსახურება, უმაღლეს მწვერვალებს მიაღწია თავისი შემოქმედებით და თან პლუს ამას, დიდი სურვილი და დიდი ენერგია და სიყვარული ჩადო იმაში, რომ ეს ყველაფერი გაეკეთებინა. რა თქმა უნდა,  ვინც რამეს აკეთებს და მით უმეტეს, ვინც სიკეთეს აკეთებს, იმას ყველაზე მეტი ბრძოლა აქვს.  ეს ჩვეულებრივი ამბავია და   არც გამკვირვებია,  მაგრამ მე ის მიკვირს, რა ადვილად შეგვიძლია, ადამიანებს ხაზი გადაუსვათ,  ადამიანების ასე გამეტება ძალიან მტკივნეულია ჩემთვის.  მეც ისევე შეურაცხყოფილი დავრჩი, მიუხედავად იმისა, რომ ერთი მარცვალიც არ ვიყავი იმ საქმეში, რასაც ეს ადამიანი ემსახურება. იმედია, გული არ გაუტყდება და გააგრძელებს ამ საქმეს და პირიქით, მე რომ მკითხო ალბათ, ვინც ვიდექით მის გვერდში, კიდევ უფრო მაგრად უნდა დავდგეთ“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები