დედაქალაქის მერიის ინიციატივით, პროექტი „თბილისის ცის ქვეშ“ გრძელდება, რომლის ფარგლებში, თბილისელებისთვის კარგად ნაცნობი და საყვარელი საღამოების სერია „თბილისური ეზო“ ხორციელდება ტელეკომპანია „არტარეა“-ს ორგანიზებით.

ამჯერად, ფურცელაძის ქუჩაზე „თბილისური ეზო – ქართული კინოს მთავარი ხმა“ გაიმართა. მსმენელის წინაშე ნანი ბრეგვაძე და ნიკოლოზ რაჭველი წარსდგნენ ეკა მამალაძესთან ერთად. საღამოს მოდერატორი კი ცირა ელისაშვილი იყო.

ღონისძიებას თბილისის მერის მოადგილე სოფიო ხუნწარია დაესწრო.

საღამოზე გაჟღერდა ქართულ კინოფილმებში ნანი ბრეგვაძის მიერ შესრულებული ყველასათვის საყვარელი და ცნობილი სიმღერები.
დედაქალაქის მერიის პროექტი „თბილისის ცის ქვეშ“ მთელი ზაფხულის განმავლობაში გაგრძელდება. მასზე დასწრება თავისუფალია.

არტარეას თბილისური ეზო-ქართული კინოს მთავარი ხმა – ნანი ბრეგვაძე

Posted by Artarea/Tv2.0 on კვირა, 16 ივნისი, 2019

მსგავსი თემები