LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისში, უნივერსიტეტის ქუჩაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მამაკაცი დაიღუპა

533
varketilii

თბილისში, უნივერსიტეტის ქუჩაზე ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, მეორე კი სხეულის დაზიანებით საავადმყოფოში გადაიყვანეს. შემთხვევა ცოტა ხნის წინ მოხდა.

არსებული ინფორმაციით, მიკროავტობუსი გარე განათების ბოძს დაეჯახა, რა დროსაც ტრანსპორტი ამოტრიალდა და მძღოლი ადგილზე გარდაიცვალა. ხოლო მისი მგზავრი დაშავდა.

შსს-ში განაცხადეს, რომ მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები