LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისში საცობებისგან განტვირთვის მიზნით, მერია ახალი სისტემის დანერგვას გეგმავს

398
traffic-jam

თბილისში საცობებისგან განტვირთვის მიზნით, მერია ახალი სისტემის დანერგვას გეგმავს.

აღნიშნულთან დაკავშირებით ვიცე-მერმა ირაკლი ხმალაძემ განაცხადა, რომ უახლოეს პერიოდში, პატრულ-ინსპექტორების მიერ, ცალკეულ ადგილებზე მანქანების ნაკადების ფიზიკურად მართვას, დაემატება ნაკადების მართვის ჭკვიანი სისტემა, რომლის საშუალებით, თბილისის მერია და საპატრულო პოლიციის კონკრეტული ეკიპაჟები, ნაკადების ოპტიმალურად მართვას ერთობლივად განხორციელდება.

მოაგვარებს თუ არა საცობების პრობლემას თბილისში ტროტუარებზე პარკირების ადგილების გაუქმება?

თბილისში ტროტუარებზე პარკირების ადგილების გაუქმების შესახებ გადაწყვეტილებას ექსპერტები პოპულისტურად აფასებენ და აცხადებენ, რომ თბილისის მერიის ეს გადაწყვეტილება რეალურად პრობლემის მოგვარებაზე ორიენტირებული არ არის. როგორც „ფორტუნას“ ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის თავმჯდომარემ დავით მესხიშვილმა განუცხადა, ამ გადაწყვეტილებით, პრობლემა ქალაქში თანდათანობით უფრო მწვავდება და აკრძალვასთან ერთად მერია დაპირების მიუხედავად, მძღოლებს ალტერნატიულ პარკირების ადგილებს ვერ სთავაზობს. “ეს არის ადგილები […]

“ნაკადების მართვის ჭკვიანი სისტემის პროექტს მერია შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ერთად უკვე ახორციელებს, რაც ითვალისწინებს ჭკვიანი შუქნიშნების მოწყობას. ეს არის არსებული ფაქტობრივი ნაკადების ავტომატურ რეჟიმში მიწოდება და ოპტიმალური ნაკადების მართვის სცენარების კარნახი სისტემიდან. დღეს, კონკრეტული პატრულ-ინსპექტორები ცალკეულ ადგილებზე არიან განლაგებულები და ფიზიკურად ხდება ნაკადების მართვა. ამას დაემატება ჭკვიანი სისტემიდან წამოსული კონკრეტული სცენარები და ერთობლივად, თბილისის მერია და საპატრულო პოლიციის კონკრეტული ეკიპაჟები განვახორციელებთ ნაკადების ოპტიმალურად მართვას”, – განაცხადა ხმალაძემ.

თბილისი დგას: საცობებით სავსე ქალაქი, სადაც ვეღარ ვმოძრაობთ - რა განტვირთავს ქუჩებს

რაც აქ ხდება, სრული კატასტროფაა, ეს არის მეორე კლასის მასალა...

ვიცე-მერმა აღნიშნა, რომ კონკრეტულ სცენარებს მანქანების მიმართულებებისა და შუქნიშნის რეჟიმის შესახებ, კონკრეტული დროის მონაკვეთებში, ელექტრონული პროგრამა გადაწყვეტს.

“ელექტრონული პროგრამა ავტომატურ რეჟიმში იღებს ინფორმაციას დროის კონკრეტულ მონაკვეთში, თუ სად რა ნაკადის მოცულობა არის მომეტებული და იქიდან გამომდინარე გვაძლევს კონკრეტულ სცენარებს. შეიძლება მიმართულება შეცვალოს, შეიძლება შუქნიშნის რეჟიმი შეცვალოს”.

ირაკლი ხმალაძის განცხადებით აღნიშნული სისტემა უახლოეს პერიოდში ამოქმედდება.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები