ცოტა ხნის წინ თბილისში, ორხევის დასახლებაში, მუხაძის ქუჩაზე უბედური შემთხვევა მოხდა. შელაპარაკების ნიადაგზე ნათლიამ ნათლული მოკლა

რადიო “ფორტუნას” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, რომ ბრალდებული უკვე დაკავებულია. უწყების ცნობით,

მამაკაცებს შორის კონფლიქტი წარსულში არსებულ უთანხმოებას მოჰყვა.

სამინისტროში გვითხრეს, რომ

ბრალდებულმა ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენიმე გასროლით სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა მის ნათლულს, რომელიც ადგილზე გარდაიცვალა.

მამაკაცი ჩადენილ დანაშაულს აღიარებს. მას 7-დან 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

 

მაია მამულაშვილი
ავტორი