LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისში ნარკოტიკების მოხმარების ფაქტზე პოლიციელი დააკავეს

94
a79023b

თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომელი ნარკოტიკული საშუალებების მოხმარების ფაქტზე დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, მომხდართან დაკავშირებით, საქართველოს გენერალურ პროკურატურაში დაიწყო გამოძიება, ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შენახვის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით.

„7 ოქტომბერს ჰ.მ.-ს ბრალი წარედგინა სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით და 236-ე მუხლის მესამე ნაწილით. თბილისის საქალაქო სასამართლომ ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით საპატიმრო გირაო შეუფარდა. ჰ. მ. ჩადენილ დანაშაულს აღიარებს“, – აღნიშნულია შსს-ს ინფორმაციაში.

უწყების ცნობით, საქმეზე გრძელდება საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები.