LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისში, მეხანძრე მაშველებმა სხვენში ხანძრის ქრობისას, ზარდახშაში დიდი ოდენობით თანხა იპოვეს

700
54435153_609612432846033_4572225005668007936_n

თბილისში, ინანიშვილის ქუჩაზე, საცხოვრებელი სახლის სხვენში გაჩენილი ხანძრის ქრობისას მეხანძრე-მაშველებმა ზარდახშაში შენახული დიდი რაოდენობით თანხა აღმოაჩინეს,- ამის შესახებ ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, მეხანძრე-მაშველებმა, აღნიშნულის შესახებ, ადგილზე მყოფ საპატრულო პოლიციის ეკიპაჟებს შეატყობინეს და აღმოჩენილი თანხა მეპატრონეს დაუბრუნდება.

ხანძრის შედეგად დაიწვა 100 კვ/მ ფართობი.

ადგილზე 8 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი მუშაობდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები