თბილისში, გლდანის პირველ მიკრორაიონში მაშველებმა კატა გადაარჩინეს, რომელიც 2 დღის განმავლობაში ხეზე იჯდა და ვეღარ ჩამოდიოდა. ამის შესახებ ინფორმაცია და შესაბამისი ვიდეო მასალა “ფორტუნას” ერთ-ერთმა მოქალაქემ მიაწოდა, რომელიც იმავე ეზოში ცხოვრობს, სადაც აღნიშნული ფაქტი მოხდა.

კატა, სახელად “მიმი” მოულოდნელად დაიკარგა და მას მეზობლები 2 დღის განმავლობაში ეძებდნენ. 2 დღის შემდეგ კი აღმოაჩინეს, რომ “მიმი” ხის კენწეროზე, დაახლოებით 30-35 მეტრის სიმაღლეზე ავიდა და ვეღარ ჩამოდიოდა.

“მეხუთე სართულის მეზობლებმა გაიგონეს კატის კნავილი. თავიდან გვეგონა, რომ ხმა აივნიდან შემოდიოდა, შემდეგ ხის კენწეროზე აღმოვაჩინეთ. დავრეკეთ 112-ში. მალევე მოვიდნენ ცხოველთა დაცვისა და მონიტორინგის სამსახურის თანამშრომლები, რომლებმაც ჩვენი კატა უვნებლად ჩამოიყვანეს ხის კენწეროდან. დიდი მადლობა კეთილ ადამიანებს”,- ამბობს თამუნა ტაბატაძე.

კატის სამაშველო ოპერაცია დაახლოებით 40 წუთს გრძელდებოდა. “მიმის” დაბრუნებას მეზობლები ოვაციებით შეხვდნენ.

 

გლდანის პირველ მიკროში, ხის კენწეროზე შერჩა ლამაზი ფისო. 2 დღე იჯდა და კნაოდა, ვერაფრით ჩამოვიდა. დღეს კი 112-ის დახმარებით დავიბრუნეთ. მადლობა კეთილ ადამიანებს. 😻🎉🐈ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო / Animals Monitoring Agency112 Georgia/112 საქართველოთბილსერვის ჯგუფიSof Ka Teko Tabatadze Lolli POp's

Posted by Ta Moon on შაბათი, 09 ნოემბერი, 2019

 

მსგავსი თემები