LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისში, ფალიაშვილის ქუჩაზე ორი ავტომობილი დაიწვა

168
ხანძარი

თბილისში, ფალიაშვილისა და თაქთაქიშვილის ქუჩების კვეთაზე ცეცხლი ორ ავტომობილს გაუჩნდა. შეთხვევა გუშინ ღამით მოხდა.

თვითმხილველების ინფორმაციით, ცეცხლი სავარაუდოდ ჯერ ერთ ავტომობილს გაუჩნდა, ხოლო შემდეგ გვერდით მდგომ მეორე ავტომობილზე გადავიდა.

ხანძარი ლოკალიზებულია. მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა.

დამატებითი დეტალები ამ დროისთვის უცნობია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები