LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისში დღეს შარლ მიშელის პირად წარმომადგენელს, კრისტიან დანიელსონს ელოდებიან

133
e450f856-f728-4de9-a622-d2e63bb792b1-640

კრისტიან დანიელსონი თბილისს დღეს უნდა ეწვიოს. დანიელსონი საქართველოში პირად წარმომადგენლად ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა, ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელ ჟოზეფ ბორელთან შეთანხმებით რამდენიმე დღის წინ დანიშნა.

კრისტიან დანიელსონის მთავარი მისია ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის არსებული დაძაბულობის განხმურტვაა.

შვედი დიპლომატის მისია საქართველოში სავარაუდოდ, ხვალიდან დაიწყება.

ოპოზიციის წევრები, მოლაპარაკებებში კრისტიან დანიელსონის ჩართვას ისტორიულ მოვლენად აფასებენ.

მათი შეფასებით, სწორედ ეს დღეები განსაზღვრავს საქართველოს როგორც მოკლევადიან, ისე გრძელვადიან ევროინტეგრაციის პერსპექტივას.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები