LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისში დაუნის სინდრომის ასოციაციის ცენტრი გაიხსნა

111
-I0A5935

დედაქალაქში, დაუნის სინდრომის ასოციაციის ცენტრი გაიხსნა.

ასოციაციას, საქმიანობის განხორციელების მიზნით, თბილისის მერიამ ჩიქოვანის ქუჩაზე 96 კვადრატული მეტრი სარემონტო ფართი გადასცა, რომლის გარემონტებაც ორგანიზაციამ საკუთარ თავზე აიღო. სარემონტო სამუშაოები ოქტომბრის დასაწყისში დასრულდა და ღირებულებამ 32 156 ლარი შეადგინა.

„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ თბილისში მსგავსი ტიპის ცენტრი გაიხსნა, რომელიც ფოკუსირებული იქნება ბავშვებზე, მოზარდებზე და მათ მშობლებზე. აქ იმოქმედებს ცხელი ხაზი და იქნება საპილოტე საგანმანათლებლო პროგრამები, რომელიც მიმართულია დაუნი სინდრომის მქონე ადამიანების ადრეული ასაკიდან ჩართვისკენ საზოგადოებრივ ცხოვრებაში“, – განაცხადა თბილისის მერის მოადგილე ანდრია ბასილაიამ.

ცენტრი აერთიანებს საქართველოს დაუნის სინდრომის ასოციაციის პროექტებსა და პროგრამებს, რომლებიც მოიცავს: დაუნის სინდრომის მქონე ბავშვებისა და მოზარდების განათლებასა და განვითარებას, ოჯახების ინფორმირებასა და გაძლიერებას, ზრდასრულთა დამოუკიდებელი ცხოვრების მხარდაჭერას, სპეციალისტების პროფესიულ ზრდას და საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას.

ამჟამად, ორგანიზაცია აერთიანებს 600-მდე დაუნის სინდრომის მქონე ბავშვის ოჯახს ქვეყნის მასშტაბით. მათ შორის 300-მდე ოჯახს თბილისის მუნიციპალიტეტში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები