LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისში დასუფთავების მასშტაბური სამუშაოები, ე.წ. „შაბათობები“ გრძელდება (ფოტოები)

540
11111

დედაქალაქში დასუფთავების მასშტაბური სამუშაოები, ე.წ. „შაბათობები“ გრძელდება. ინფორმაციას “თბილსერვის ჯგუფი” ავრცელებს.

ე.წ “შაბათობის” ფარგლებში, სამგორის რაიონში დასუფთავდება და მოირეცხება ვარკეთილი 3-ში ცენტრალური გზები, მიმდებარე ფერდობები, აღნიშნულ ტერიტორიაზე განთავსებული ნაგავშემკრები კონტეინერები და ასევე, გაიწმინდება სანიაღვრე ქსელი.

მერის მოადგილის თქმით, მსგავსი ტიპის სამუშაოები მუნიციპალიტეტის მასშტაბით მომავალშიც განხორციელდება.

„ადგილობრივი მაჟორიტარის და მერიის ინიციატივით, ტარდება დასუფთავების მასშტაბური აქცია. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ თითოეულ უბანს თანაბრად მიექცეს ყურადღება. მუნიციპალიტეტის მხრიდან მსგავსი აქციები კვლავ გაგრძელდება და ვფიქრობთ, ეს მაგალითია მოსახლეობისთვის, რომ ერთად ვიზრუნოთ ჩვენს საცხოვრებელ გარემოზე“, – აღნიშნა მაია ბითაძემ.

„თბილსერვის ჯგუფის“ დირექტორის განცხადებით კი, მთელი დღის განმავლობაში, შესაბამისი ტექნიკა იქნება მობილიზებული, რომ დასუფთავების და მორეცხვის სამუშაოები განხორციელდეს.

„ვარკეთილი 3-ში და მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარე სამუშაოები მოიცავს დასუფთავებას, როგორც შიდა კვარტალური გზების, ასევე არსებული პარკებისა და სკვერის. ჩატარდება მორეცხვის სამუშაოები, გაიწმინდება სანიაღვრე ჭები. მთელი დღის განმავლობაში, ჩვენი პირადი შემადგენლობა იქნება მობილიზებული შესაბამისი სპეციალური ტექნიკით“, – აღნიშნა ლევან ჯღარკავამ.

აღნიშნულ აქციაში ჩართულია „თბილსერვის ჯგუფის“ დასუფთავების სამსახურის 70-მდე, ხოლო სანიაღვრე სადრენაჟე ქსელების ექსპლუატაციის სამსახურის ექვსი თანამშრომელი. ადგილზე, ასევე მობილიზებულია „თბილსერვის ჯგუფის“, როგორც სანიაღვრე ქსელებისთვის, ასევე დასუფთავებისთვის განკუთვნილი ტექნიკა.

 
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები