ბოლო ოთხი დღის განმავლობაში თბილისში 4 ქსელური მაღაზია გაძარცვეს: 12 იანვარს მაღაზია “აისაფორთი”, გუშინ, 14 იანვარს “იუსკი” და “გრანდ ელექტრონიქსი”, ხოლო დღეს “ელიტ ელექტრონიქსი”.

“გრანდ ელექტრoნიქსის” მაღაზიიდან 20-ზე მეტი მობილური მოიპარეს, ხოლო “იუსკის” მაღაზიიდან სალარო ყუთი წაიღეს, თუმცა მასში ფული არ იყო.

გუშინდელ ორივე შემთხვევაში გამოძიება 177-ე, ქურდობის მუხლითაა დაწყებული. 12 იანვარს და დღეს მომხდარ ქურდობაზე კი გამოძიება 177-ე მუხლის მეორე ნაწილით მიდინარეობს, რაც ერთიდან ორ წლამდე ვადით შინაპატიმრობით ან 3-დან 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთით ისჯება.

მსგავსი თემები