LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისში, აიტექნიკსის გაქურდვის მცდელობის ბრალდებით მოზარდი დააკავეს

101
231520460

თბილისში აიტექნიკსის გაქურდვის მცდელობის ბრალდებით პოლიციამ მოზარდი დააკავა. დანაშაული ოთხიდან შვიდ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიების ინფორმაციით, მოზარდი აიტექნიკსის გაქურდვის მცდელობისას მაღაზიის ტერიტორიაზე დააკავეს. სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩადენის დროს გამოყენებული ხელთათმანები, ნიღაბი და ხელჩანთა ნივთმტკიცების სახით ამოიღეს.

გამოძიება ქურდობის მცდელობის საქმეზე მიმდინარეობს, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-177-ე მუხლით.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები