LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისში 5-ვარსკვლავიან სასტუმროში ერთი ღამის გატარება საშუალოდ 512 ლარი ჯდება

58
custom-RCTORON-00025-212771-conversion-5af9680dff1b780020d75fc7

კვლევითი ორგანიზაცია Policy and Management Consulting Group – PMCG-ის ინფორმაციით, საქართველოში სასტუმროების ფასების ინდექსი 2021 წლის აპრილში, 2021 წლის მარტთან შედარებით, 3.8%-ით გაიზარდა, მათ შორის 3, 4 და 5 ვარსკვლავიანი სასტუმროების ფასების ინდექსი გაიზარდა 6.0%-ით, ხოლო საოჯახო ტიპის სასტუმროების ფასები 1.0%-ით შემცირდა.

2021 წლის აპრილში, საქართველოში 3-ვარსკვლავიანი სასტუმროების საშუალო ფასმა 133 ლარი შეადგინა, 4-ვარსკვლავიანი სასტუმროების საშუალო ფასმა – 225 ლარი, საოჯახო ტიპის სასტუმროების საშუალო ფასმა კი 77 ლარი.

რაც შეეხება 5-ვარსკვლავიან სასტუმროთა საშუალო ფასს, მან აპრილში 380 ლარი შეადგინა. გურიაში, ამ ტიპის სასტუმროებში, სტანდარტული 2-ადგილიანი ნომრის საშუალო ფასმა 606 ლარი შეადგინა, თბილისში – 512 ლარი, კახეთში – 425 ლარი, ხოლო აჭარაში – 329 ლარი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები