LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისსა და მარნეულში 4 ნარკორეალიზატორი დააკავეს

178
shss-700x336..

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა თბილისსა და მარნეულში 4 ნარკორეალიზატორი დააკავეს .

უწყების ინფორმაციით, მათ ბრალად ედებათ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა და გასაღება.

დანაშაული 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები ნარკოტიკულ საშუალებებს სისტემატურად ყიდდნენ.