LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისსა და ბათუმში Israir Airlines ბრუნდება

52
240920057-4144593022304793-3290364320945420178-n

ისრაელური ავიაკომპანია Israir Airlines თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ფრენებს ანახლებს. როგორც თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტებს ოპერატორ კომპანია TAV Georgia-ში განმარტავენ, თბილისი-თელ ავივი-თბილისის მიმართულებით რეგულარული რეისები 14,19,23, და 30 სექტემბერს, Airbus 320 ტიპის საჰაერო ხომალდებით შესრულდება.

ამასთან, Israir Airlines სექტემბერში ბათუმის მიმართულებით 7 რეისს განახორციელებს. Israir Airlines თელ ავივი-ბათუმი-თელ ავივის საჰაერო ხაზზე ფრენებს 12,14,19,20,23,26 და 29 სექტემბერს, Airbus 320 ტიპის საჰაერო ხომალდებით განახორციელებს.

შეგახსენებთ, რომ ისრაელის მთავრობამ საქართველო „წითელი” ქვეყნების ჯგუფიდან „ნარინჯისფერ” ქვეყნებში გადაიყვანა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები