შუაგულ თბილისში, შესაძლოა, ზუსტად ისეთი central park გაჩნდეს, როგორიც ნიუ-იორკშია.

როგორც იცით,თბილისის მერია ვაკის პარკის რეაბილიტაციის პროექტს იწყებს. როგორც თბილისის მერის მოადგილემ, მაია ბითაძემ მიმდინარე წლის თებერვალში განაცხადა, პროექტის განხორციელება წელს დაიწყება.

„ვაკის პარკი იცით, რომ არის ისტორიული ძეგლი, შესაბამისად, განსაკუთებული სიფრთხილით ვეკიდებით მის რეაბილიტაციას. ვაკის პარკის რეაბილიტაცია, რომელიც 2020 წელს განხორციელდება, დაიწყება ტერიტორიის რეაბილიტაციით, დაახლოებით 34 ჰექტარზეა საუბარი. ჩვენ არა მხოლოდ რებილიტაციას განვახორციელებთ, არამედ ვაკის პარკსა და კუს ტბას შორის მოვაწყობთ შესაბამის ბილიკებს, რომელიც ამ ორ სივრცეს ერთმანეთს დავაკავშირებთ. მნიშვნელოვანია, რომ თითოეული პროექტის განხორციელებისას ჩვენ კომუნიკაციაში ვართ ადგილობრივ მოსახლეობასთან და მათი ინტერესების გათვალისწინებით ვახორციელებთ პროექტებს. ვფიქრობთ, რომ ძალიან ჯანსაღ სივრცეს მივიღებთ, სადაც გათვალისწინებული იქნება ყველა პირობა”,- განაცხადა მაია ბითაძემ გასულ თვეს, კერძოდ 6 თებერვალს.

სავარაუდო ვერსია, თუ როგორი შეიძლება გახდენს ვაკის პარკი, სოციალურ ქსელში ვრცელდება. მომღერალი ზურა ხაჩიძე ვაკის პარკის თემას ვრცელ პოსტს უძღვნის და ფოტომასალასაც აქვეყნებს.

„ეს რა ვნახე ხალხნო, თბილისელებო, ქართველებო! შემთხვევით ვნახე ჩემი მეგობრის სახლში რა უნდა გაკეთდეს ვაკის პარკში. ეს არის უნიკალური რეაბილიტაცია, რეკრიაციული ზონა და ქალაქის ფილტვები, ამ საშინელი მშენებლობის ფონზე რაც ვერა-ვაკის ტერიტორიაზე ხდება! Irakli G. Zhvania შენი მჯერა, რომ ამას შეძლებ და დარწმუნებული ვარ ქალაქის მერი გვერდში დაგიდგება ბოლომდე ამ მართლაც საშვილიშვილო საქმეში! კახიც და ირაკლიც ამ საქმეს შეეჭიდებიან და ჩვენ მივიღებთ დასასვენებელ პარკს ქალაქის ცენტრში, როგორიც არის ამერიკაში – Central Park“, – წერს ზურა ხაჩიძე სოციალურ ქსელში.  

მსგავსი თემები

რეკლამა: 0:05