LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისს კიდევ 126 ახალი ავტობუსი შეემატა

121
buses3

თბილისის მერმა, კახა კალაძემ სატრანსპორტო რეფორმის ფარგლებში ახალი ავტოუსებისა და მიკროავტობუსების პრეზენტაცია გამართა.

მან აღნიშნა, რომ ქალაქს 126 ერთეული ევრო 6-ის ტიპის, BMC-ს მარკის 12-მეტრიანი ავტობუსები შეემატება, რომელიც 24 ოქტომბრიდან მოემსახურება საზოგადოებას. ასევე, მიმდინარეობს მიკროავტობუსების განახლება და დაახლოებით 1500 მიკროავტობუსი იმოძრავებს ქალაქში.

“ხშირად ისმის ბრალდებები ამ რეფორმის ფარგლებში რატომ არ მოხდა ჯერ ავტობუსების შემოყვანა და მერე სხვა პროექტები. ამას აქვს ერთი მარტივი მიზეზი, დრო არის ძალიან ცოტა. მართლა არ გვაქვს დასაკარგი დღეები, თვეები და ამ რეფორმის ფარგლებში ყველაფერი ხორციელდება პარალელურად. ეს არის ავტობუსების ჩანაცვლება-განახლების პროექტი, გადადგმულია კონკრეტული ნაბიჯები. ძალიან მალე პარკი მთლიანად ჩანაცვლდება. ის ყვითელი ავტობუსები, რომელიც სერიოზულ დისკომფორტს წარმოადგენს მგზავრებისთვის, ასევე პრობლემას წარმოადგენს ვიზუალური და ეკოლოგიური თვალსაზრისით, ჩანაცვლდება ევრო 6-ის ტიპის ავტობუსებით. პარალელურად, მიმდინარეობს საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება, ჩნდება საავტობუსე ზოლები იმისთვის, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილება იყოს კომფორტული და სწრაფი“, – განაცხადა კალაძემ.

მერმა ასევე ისაუბრა მიკროავტობუსების განახლების პროექტზე და აღნიშნა, რომ დღეის მდგომარეობით სიტუაცია კრიტიკულია. მიკროავტობუსებმა ყველანაირი რესურსი ამოწურეს. ამიტომ შემოყვანილია 200 ახალი ერთეული.

“იცით, რომ 300 ერთეული უნდა შემოვიდეს პირველ ეტაპზე. ეტაპობრივად მოხდება მათი ჩანაცვლება. 1200-1500-მდე მიკროავტობუსი იმოძრავებს ქალაქში იმიტომ, რომ მეტის საჭიროება არ არის”, – აღნიშნა კალაძემ.

 

დღეს, 14:00 საათზე ახალი მიკროავტობუსებისა და მარშრუტების პრეზენტაცია გაიმართება.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები