LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„თბილისმა რომი გაანადგურა! მალიორკასაც ბულდოზერივით გადაუარა”- Ryanair

111
ff

„დაუჯერებელი იყო ქართველების ერთიანობა. თბილისმა რომი გაანადგურა, მალიორკას კი ბულდოზერივით გადაუარა“, – ეს სიტყვები ავიაკომპანია Ryanair-ის სოციალური მედიის მენეჯერებს დევიდ ალკინსა და სტივენ გორმანს ეკუთვნით. ისინი იხსენებენ იმ გზას, რომელიც თბილისმა Ryanair-ის კონკურსში მონაწილეობისას გაიარა და გამარჯვებაც დამაჯერებლად მოიპოვა.

როგორც იცით, ჩვენმა დედაქალაქმა კონკურსში 500 ათასი ხმა აიღო და ევროპის ისეთ ქალაქებს აჯობა, როგორებიცაა: რომი, პარიზი, ლონდონი, ბარსელონა… შედეგად თბილისი Ryanair’s 2020 Destination-ის გამარჯვებული გახდა.

სარეკლამო სააგენტო McCANN Tbilisi დაუკავშირდა Ryanair-ის მარკეტინგის გუნდს და ექსკლუზიური ინტერვიუ მოამზადა ადამიანებთან, ვინც Face-Off კონკურსი დაგეგმა. როგორც ინტერვიუდან ირკვევა, დაბალბიუჯეტიანი ირლანდიური ავიაკომპანიის წარმომადგენლებისთვის სრულიად მოულოდნელი აღმოჩნდა კონკურსში თბილისის გამარჯვება.

„პირველ რაუნდში თბილისი რომს შეხვდა და მახსოვს, ჩემი და დეივიდის საუბარი – ვეუბნებოდი რომ რომთან დაპირისპირება თბილისს გაუჭირდებოდა… რომი ხომ ასეთი საკულტო ქალაქია..  თბილისი შედეგებით გაფრინდა… მახსოვს მეოთხედფინალიც – თბილისი VS მალიორკა, რომელიც საკმაოდ პოპულარული ტურისტული ადგილია. ვფიქრობდით – ო, ღმერთო, საწყალი მალიორკა, ჩვენ ძალიან ვწუხდით მათ გამო, თბილისმა მასაც ბულდოზერივით გადაუარა, გზად ვერაფერი აჩერებდა! დაუჯერებელი იყო ქართველების ერთიანობა და ის, თუ როგორი ამაყები იყვნენ თბილისის გამარჯვებით. ჩვენ ძალიან მადლიერები ვიყავით თქვენი აქტიურობით და დიდი მადლობა ამისთვის“, – ამბობს ავიაკომპანიის სოციალური მედიის მენეჯერ სტივენ გორმანი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები