LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისმა პარიზს და ბარსელონას აჯობს – ყველაზე პოპულარულ მიმართულებებში პირველ ადგილზე ვართ

139
78041943-939981266398063-1977793609008676864-n

საქართველოს დედაქალაქმა ევროპის ისეთ მსხვილ ქალაქებს აჯობა, როგორებიც: ბარსელონა და პარიზია. საქმე ისაა, რომ თბილისი ყველაზე პოპულარული ავიამიმართულებების ხუთეულში პირველ ადგილზე გავიდა.

უკრაინულმა დაბალბიუჯეტიანმა ავიაკომპანია SkyUp Airlines-მა, ნოემბრის TOP-5 მიმართულება დაასახელა. ავიაკომპანიის ინფორმაციით, ყველაზე პოპულარული მიმართულებების ხუთეული ასეთია:  თბილისი, შარჯა, პრაღა, პარიზი, ბარსელონა. ინფორმაციას avianews-ი ავრცელებს.

ლვოვიდან ბათუმის მიმართულებით რეგულარული ავიამიმოსვლა იწყება

ლვოვი-ბათუმი-ლვოვის საჰაერო ხაზზე SkyUp Airlines-ი ოპერირებას 29 მაისიდან შეუდგება

შეგახსენებთ, უკრაინული დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია SkyUp Airlines-ი 2016 წელს დაფუძნდა და ფრენების განხორციელება 2018 წლის მაისიდან ევროპის, აფრიკისა და ახლო აღმოსავლეთის მიმართულებით დაიწყო. საქართველოს ბაზარზე ავიაკომპანიამ ოპერირება 2018 წლის ზაფხულში, ჩარტერული რეისებით, ბათუმის საერთაშორისო აეროპორტიდან დაიწყო, მოგვიანებით კი რეგულარული რეისების განხორციელება თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდანაც დაამატა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები