ქუთაისის აეროპორტიდან თბილისისკენ მომავალი OMNIBUS-ის ავტობუსი გორთან გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა. არსებული ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად ერთი მგზავრი მსუბუქად დაშავდა.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.