LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისისკენ მომავალ კოლონებს ქუთაისში ცოცხებით აცილებენ

57
image-2021-10-14-115131

„ნაციონალური მოძრაობის“ კოლონებს ქუთაისში კონტრაქციით დახვდნენ. ქალაქის შესასვლელთან მოქალაქეები ცოცხებით დგანან და ავტომობილებს შეძახილებით აცილებენ.

როგორც აქცია-პერფორმანსის მონაწილეები აცხადებენ, ეს არის მათი გამოხატვის თავისუფლება და ამ ფორმით აპროტესტებენ, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნას.

როგორც ისინი ამბობენ, ამ ჟესტით სოლიდარობას უცხადებენ სააკაშვილის რეჟიმის დროს დაზარალებულ ადამიანებს.

აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ რიგითი მოქალაქეები არიან.

თბილისისკენ მომავალ კოლონებს ცოცხები აბაშაშიც დაახვედრეს

ფოტო: ინტერპრესნიუსი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები